პირველი ნაბიჯები.

ოქროსფრად მორთულ ოქტომბრის ბოლოს,

ო, როგორ ელტვის ოლოლი ოლოლს,

მინდა გაჩვენო ვარდები ცაში,

შეგიყვარდები ნამდვილად წამში.

გრძნობას ავკინძავ, ფიქრებს ჩავაქსოვ,

ბინას დავიდებთ სადმე საზამთროდ.

ვარდისფერ ზღვაში გავცურავთ ნავით,

ვეღარ ვიპოვით, დავკარგავთ ნაპირს.

გინდა? წავიდეთ! ნუ ფიქრობ ამდენს…

შენი თვალები რატომღაც გამხელს,

ოქროსფრად მორთულ ოქტომბრის ბოლოს,

მე შენ გაგიჩენ ცისთვალა გოგოს.

1317925530_1-16ოქროსფერი შემოდგომა

წამო, წავიდეთ, ერთად შევიშალოთ, სულ ყველას, სულ ყველას ჯინაზე.

ერთად ვუაროთ დედამიწას, მტრები დავანარცხოთ მიწაზე,

გრძნობებს ვაიძულოთ გახელება, მივყვეთ ოცნებების თარეშს,

ალბათ ღამე მალე გვესტუმრება, სარკმელს შემოაღებს მთვარე,

დილა სმიმატოვებ უმწეო ყვავილივით, არ შეგეცოდები ალბათ,

თითქოს დამივიწყებ, მაგრამ მე ხომ ვიცი, გულში გეყოლები დარდად.

გვიან დავბრუნდები, ჩემს გაბუტულ მზერას მალე ჩაანაცვლებს გრძნობა,

ხოდა, სიყვარულო , მოდი ამ სასმისით ჩვენ გაგვიმარჯოს და თოვას!!!

ზამთრის დედოფალო, რა საოცრება ხარ, ჰგავხარ დაუვიწყარ სიზმარს,

ჩემი ახდენილი გულის ოცნება ხარ, ასე ძალიან რომ მიყვარს.

10672193_725056010917283_8766851455984870035_n

fdf4ca061653

10003343_729212827168268_6352067664940533874_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s