ისევ და ისევ პოეზია.

სხვა ყველაფერი უნაპირო ტრფობამ დაღალა,

გადაიხრება ბედის ხაზი სიცოცხლის ხაზთან

და დავრწმუნდები ჩემმა გულმა მართლა დაგკარგა,

მაგრამ მანამდე ყველაფერი სხვაგვარად შჩანდა.

ცა გაშავდება და იწვიმებს, გაუგებს გულსაც,

ხელს არ შეუშლის ცრემლის დენა ჩემს რიტმულ სუნთქვას.

ცრემლი შეშრება, მზე ამოვა, ინათებს ისევ,

მე კი ნაბიჯებს უცოდველად ღიმილით მივსდევ,

როს დავინახავ ახლომახლოს ღვთიურ სახლს, ტაძარს,

მინდა შევიდე და ვილოცო, ვილოცო მარად,

თუმცა ვერ ვუძლებ, თითქოს იგი ჩემზე დიდია,

გზას რომ შევიცვლი, მეშინია ალბათ იციან….

მე აღსარებას გულში ვამბობ, გულში ვინახავ,

ადამიანურ სიყვარულზე ვიგონებ ლექსებს, 

ყველას ცხოვრება იმ წამიერ სიზმრის სიზმარს ჰგავს,

იმ ერთადერთი ოცნების კვალს დღემდე რომ ეძებს!

                         *     *      *

მაესტრო, თეთრი კლავიშები თითებს კოცნიან,

სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე,  

 მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიღერებს ვხედავ,

ჩემი გრძნობისაც დაუკარით, მაესტრო, რამე…

                                   *           *         *

დედა- ანთებული ანთლის მადლით იწვის,

დედა- ჩვენი ყრმობის ყველა ნაბიჯს ითვლის,

დედა- ყველა სიტყვას სიყვცარულით იტყვის,

დედა- ერთადერთი, ვინც ბოლომდ იბრძვის,

დედა-ის ქლია, ვაჟკაცი რომ აღზარდა,

დედა- ამ ცხოვრებამ ბევრი რამე ასწავლა,

დედა- ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს,

დედა- მის სიცოცხლეს სიყვარული ჰქვია,

დედა- ვერ აიტანს მისი შვილის ცრემლსაც,

დედა- ამ სიტყვაში მთელ სიცოცხლეს ვხედა!!!!

                                         *        *      *

ერთნაირი განცდები გვაახლოვებს მუდამ,
ერთმანეთის ტკივილი ძლიერ გვიკრავს სუნთქვას,
ერთად ყოფნა გვჭირდება, ერთად დავალთ ყველგან,
და ჩვენს რიტმულ ნაბიჯებს ჰარმონია სდევდა.

როცა რაღაც მოხდება, ორნი ვიგრძნობთ ერთად,
უკვე წლები მიილევა და ვერევით სევდას,
ჩვენი გულის სიყვარული მივიძღვენით ლეჩხუმს,
სამუდამოდ გვეყვარება ასე ძლიერ ერთურთს___)))

                            *         *           *

ვარსკვლავს შეედრები

ცაზე გამოსახულს,

თითქოს სიყვარულმა

შენით იარსება,

როცა მიხვდები რომ

მთვარეს კოცნა არ სურს,

მზეც კი ზენიტიდან

ჩუმად გადაწვება,

ლამაზ სიყვარულზე

ზღაპრებს იგონებენ,

რადგან საუკუნო

ნდობას ეფიცება,

გვიან მიხვდება რომ

უკვე იმ ოცნებებს,

მთვარე იტაცებს და

მზისკენ ეშურება,

მხოლოს ზღვას ვენდობი

მისი ტალღის სუნთქვას

იქეთ გაგიტაცებს,

სადაც არვიც უნდა,

ნაზად მეფერება 

ამ ზღვის თითო წვეთი,

შენს თავს მახსენებს და

მოგონებით ვთვრები.

რა მაქვს დასამალი

ამ უძირო ზღვასთან,

მანაც იცოდეს თუ

მე რა ძლკიერ მწამდა.

როცა დამამარცხებ,

დავიღლები თუნდაც,

აღელვებულ ტალღებს

მეც გავყვები უკან….

 

Image

 

Image

Image

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s