რაღაც მარტივი …

იცი შენს თვალებში კარგო,

სითბო რა სათთად მიმზერს,

როგორ გაგიმეტო მარტომ,

გული ხომ შენთვის მიძგერს.

მე არ მეშინია გრძნობის,

ჩუმად, მალულად რომ მოდის,

იქნებ დავიტანჯო მაგრამ 

გულზე დამედება წამლად,

 გრძნობამორეული გეძებ,

 გულში სევდის ქარი დაქრის,

ზღაპრებს მიამბობდა შენზე ,

რაღაც ფიქრიანი დარდის.

უკვე აღარ მჯერა ზღაპრის, 

რა ვქნა თუ დუმილი მინდა,

უცებ ჩემი გულის კარი, 

შენთვის დაიხუროს მინდა !

Image

                                          

ჩემი თვალები ვეღარ ისვენებს , თითქოს დაეძებს სულ სხვა სამყაროს.

არ მიგატოვებ, ჩემთან დაგტოვებ, არაფერს ვითხოვ ამის სანაცვლოდ!

მხოლოდ ის მინდა გახსოვდე მარად, მე ერთადერთი ვიყავი შენთვის,

ვისაც უშენოდ არაფრის სწამდა, დღესაც რატომღაც შენს ნახვას ელის.

მეამაყება ჩემი გრძნობების რადგან ისინი დრომ ვერ დაჩაგრა,

დღემდე გულს მითბობს და მილამაზებს ჩემი ცხოვრების ტრფობის კვალდაკვალ.

შენი პატარა ცრემლების სურნელს ასე ძალიან რატომ განვიცდი

შენი თვალების პატარა სითბო ჩემთვის რა არის შენ ხომ არ იცი?!

რას წარმოიდგენ რომ იმ ერთ გოგოს საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ,

შენით სუნთქავს და სწორედ ამიტომ, მუდამ გლოცავდა ის თვით უფალთან!!!

Image

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s