ბედის ირონია (ნაწილი 2 )

ნიკამ იმავე საღამოს  ნატს ნომერი გაიგო და მისწერა ” შენი უცნობი თაყვანისმცემელი ვარ.ჩამოდი,ქვემოთ გელოდები.მიყვარხარ” ამ მესიჯმა ნატაზე ძალიან იმოქმედა. ბიჭმა პირველად მიაქცია ყურადღება,აღარ იცოდა რა ექნა.ჯაკეტი მოიცვა,თმა შეიკრა და ეზოში ჩავიდა.იქ არავინ იყო,მაგრამ ზურგსუკან იგრძნო გახშირებული სუნთქვა,უკან მიხედა და ნიკა დაინახა. ეს მისთვის “სასწაული” იყო. ნატა ამ ყველაფერს მხოლოდ სიზმარში თუ წარმოიდგენდა.ნიკამ ულამაზესი წითელი ვარდები აჩუქა და უთხრა, რომ უყვარდა.ნატას მეტი აღარ შეეძლო.ლამის იყო ეყვირა მეც მიყვარხარო,თუმცა მას სიყვარულის გამომჟღავნება ეგრე ადვილად არ შეეძლო. უბრალოდ ვარდები გამოართვა და სახლში წავიდა. თვალები ბედნიერებისაგან უბრწყინავდა.რა იცოდა,რომ ნიკა, მისი ცხოვრების სიყვარული ატყუებდა გვანცას გამო.

მეორე დღიდან ნატა და ნიკა ერთად დადიოდნენ სასეირნოდ, ნიკა ხშირად ეპატუჟებოდა კაფეში. ერთი სიტყვით კარგ დროს ატარებდნენ.ნატამ შეამჩნია,რომ სადაც ის და ნიკა მიდიოდნენ, იქ ყოველთვის გვანცაც დახვდებოდათ ხოლმე,თუმცა ეს არაფრად ჩათვალა. მისთვის მთავარი ნიკას გვერდით ყოფნა იყო. გვანცა გაოცებული იყო, სად ნიკა და სად ნატა. ” ნუთუ ნიკა ნატა მართლა შეუყვარდა?! არა, ეგ შუძლებელია” . აიღო ტელეფონი და დაურეკა ნიკას, თავისთან დაიბარა.ამ ზარს ნიკა მომზადებული შეხვდა,ესეც მისი გეგმის ნაწილი იყო. ამ დროს ნიკასთან მისი ძმაკაცი,სანდრო იყო.მან ნიკას გეგმის შესახებ არაფერი იცოდა,არც ის იცოდა ვინ იყო ნატა. ხოლო გვანცას კარგად იცნობდა.თავის დროზე მან გააცნო ნიკას გვანცა. სანდროც მოცეკვავე იყო,დედმამა იტალიაში ჰყავდა,ხოლო თვითონ ბებიასთან იზრდებოდა. ნიკამ სანდროს ყველაფერი უამბო გვანცაზე და ნატაზე.

-ნატას რატომ იყენებ,რაში გჭირდება?- გაბრაზდა სანდრო.

-ასეა საჭირო და იმიტომ!- უპასუხა უხეშად ნიკამ.

-კარგი,.მე შენს გეგმაში არ ჩავერევი.რადგან არ მომწონს!

– როგორც გინდა,ოღონდ ხელი არ შემიშალო.-უთხრა მშვიდად ნიკამ, გაიხურა ბინის კარი და გვანცასთნ წავიდა.

იმ საღამოს  სანდრო ნატაზე ფიქრობდა.სურდა წარმოედგინა,როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის.ბოლოს კი გადაწყვიტა,რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ნატა გაეცნო.

Image

 

Advertisements

2 thoughts on “ბედის ირონია (ნაწილი 2 )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s