ტკივილი…

აი, გრძნობ უკვე ახლოსაა,სადაცაა მოვა ლამაზი ოცნებებით და თავის გულს დაუფიქრებლად გაჩუქებს. შენ კი თვალები გიბრწყინავს ბედნიერებისა და მოულოდნელობისაგან. გითხრა რომ უყვარხარ და შენც იმავეს ეუბნები, მაგრამ თითქოს ამით დიდი საიდუმლო გათქვი და გრცხვენია.შენ ხომ არ იცი, რა ბედნიერიაის მეორე იმ წამს. ამ წამს მოჰყვება ბევრი ბედნიერი და ღიმილიანი დღეები,ბევრი ჩხუბიც,მაგრამ სიყვარულს ეს ჩვევია…

გავიდა თვეები და დადგა განშორების დრო რამდენიმე  კვირით.იმედი გაქვს დროს  გაუძლებს შენი სიყვარული, მაგრამ სულ პატარა შემთხვევასაც შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება.მისთვის უკვე აღარ არსებობ,რადგან შემცვლელი იპოვა,თან რა მალე… გული დაგწყდება მაგრამ მარადიული არაფერია, ბედნიერება მითუმეტეს. კარგი დასასრულის უკან ყოველთვის ცუდი დასასრულია, მაგრამ შენ უნდა გაიღიმო ყოველთვის და უნდა ისწავლო, რომ ცხოვრების მიერ მიყენებული ყველა ტკივილი მხოლოდ მწარე გამოცდილებაა და მათთვის გვერდის ავლა შეიძლება.

Image

Image

 

 

Advertisements

10 thoughts on “ტკივილი…

  1. როცა გიყვარს, გული გტკივა, როცა გული გტკივა, გძულს, როცა გძულს, გინდა დაივიწყო, როცა ივიწყებ, გენატრება, როცა გენატრება, ისევ გიყვარდება.. ♥

  2. დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია,თუკი ოდესმე ღირსეული მეფე გყოლია,ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია,ხშირად ეშლებათ ყველა კაცი მეფე ჰგონიათ!

  3. წაიკითხეთ მაგარია ♫
    -გიყვარს?
    -არვიცი.
    -იცი.
    -არა მართლა არ ვიცი.
    _იცი უბრალოდ არ გინდა აღიარო.
    -რა სისულელეა.
    -შენ თითონაც იცი რომ არ არის სისულელე. უბრალოდ არ გინდა შენ თავს გამოუტყდე ამაში. ყოველ შემთხვევაში დღისით.
    -ღამე რა იცვლება?
    -ის რომ რჩები სრულიად მარტო და აცნობიერებ რომ “მის” გარეშე არაფერი ხარ, რომ მის გარეშე წამითაც ვერ ძლებ. გინდა რომ დაურეკო, ერთხელ კიდევ გაიგო მისი ხმა… კრეფ მის ნომერს და უცებ.. თავმოყვარეობა იღვიძებს შენში და შლი ისევ. მაგრამ ბოლოს თავმოყვარეობას ივიწყებ მაგრამ ბოლომდე არა. სხვა ნომრიდან ურეკავ რომ მშვიდად დაიძინო. მაგრამ არა, მისი ხმა არ გამშვიდებს, პირიქით გაფორიაქებს და მთელი ღამის განმავლობაში დაძინების საშუალებას არ გაძლევს.
    -დავუშვათ მართალი ხარ.. მაშინ რატომ არ ვნახულობ?
    -გეშინია.
    -კი მაგრამ რისი?
    -იმის რომ სხვანაირი, შეცვლილი იქნება.იმის რომ არა თბილად, არამდენ აგდებულად დაგელაპარაკება. იმას ვერ გაიგებ რის გაგონებაზეც დიდი ხანია ოცნებობ. ვერ დაინახავ იმას, ვინც შეგიყვარდა, ვის გამოც ღამეებს ათევდი, ვის გამოც დღემდე ყოველ ღამე ტირი. ვინც ამდენი ტკივილი მოგაყენა, ყველაფრის მიუხედავად კი მაინც გიყვარს.
    -….
    – ძნელია არა იმის გააზრება რომ არ უყვარხარ და არ ჭირდები?
    -კი..
    -აი ხომ ხედავ, ისევ ღამეა და ისევ ტირი. რატომ?
    -იმიტომ რომ მენატრება.
    -არა მაგიტო არა..
    -აბა?
    -უბრალოდ იცი რომ მას არ ენატრები.
    -ხო..
    -მობილურს ხელს რატომ არ უშვებ?
    -იმიტომ რომ..
    -იმიტომ რომ იმედი გაქ რომ გაახსენდები და მოგწერს. ხო მართალი ვარ?
    -კიი..
    -შეეგუე რომ ის ვერასდროს ვერ იქნება შენი.
    -ვერა.. არ შემიძლია.
    -თავს იტანჯავ.
    -ვიცი….. და აი ესე ყოველ ღამით ტვინი ყველაფერს ახსენებს, გული კი.. მას უბრალოდ უყვარს..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s