live <3

ცხოვრების მიზანი.

ხშირად ვფიქრობ რა არის ცხოვრების მთავარი მიზანი, რისთვის ვიბრძოლო და რას უნდა მივაღწიო. ხშირად ხდება უსამართლობა, რაზეც თვალი უნდა დახუჭო და არაფერი არ უნდა თქვა,თუ იტყვი სულერთია,არავინ მოგისმენს. ცხოვრება ხშირად ისეთ ტკივილს მაყენებს, რომელსაც ვერ ვივიწყებ და მის გახსენებაზე თვალები ცრემლით მევსება, არის მომენტი, როცა დაუფიქრებლად რაღაცას მეტყვიან და შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ნანობენ,მაინც გული მტკივა და ვერ ვივიწყებ. არ შემიძლია გავუღიმო იმ ადამიანს, რომელიც ” ვიღაცის” როლს თამაშობს და სინამდვილეში სულ სხვაა. ასეთ ადამიანს ცხოვრებაში ბევრს შევხვდებით.

მიუხედავად იმისა,რომ ირგვლივ სიცივე,სიამაყე და ირონიაა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას თუნდაც წამიერად ალამაზებენ და ჩვენს გვერდით არიან. ალბათ ასეთია  ცხოვრება……

Image

Image

დეკემბრის ქარმა დაჰბერა ხეებს,

დარდი მიჰქონდა წარსულის დღეებს.

გაქრა უკვალოდ სიმღერა ტკბილი,

მე რომ ვმღეროდი წარსულში მისთვის.

დღეს კი მარტო ვარ დეკემბრის ქარში

და სულ სხვა თვალით ვხედავ ცხოვრებას.

მინდა დავბრუნდე წარსულის დროში

და შევაჩერო უგულო წამი,ის რომ მტოვებდა.!

Image

Image

Advertisements

13 thoughts on “live <3

  1. ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
    ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
    ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
    ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
    ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
    ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
    ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
    მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
    ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
    ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
    მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
    თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
    ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
    თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
    არ მინდა.ყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
    ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
    სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
    ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
    მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
    ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია.”

  2. -უფალო მისმენ?
    -გისმენ და მერე?
    -დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა,
    მომეცი ძალა,რომ გავუმკლავდე,
    ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ,
    გული სწრაფად ძგერს უფალო გესმის?
    გული რომ მტკივა რატომ არ მშველი?
    ღმერთო, მომხედე სული მიკვდება,
    ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის?
    ღმერთო, ვერ გხედავ, სადა ხარ ნეტა?
    თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები?
    სიყვარული მკლავს შიგნიდან ნელა.
    გულს რომ მიფლითავს ნუთუ ვერ ხვდები?
    ღმერთო, არ მესმის, ძალიან მტკივა.
    ძალიან მტკივა, შენ გელოდები,
    ტკივილი ცეკვავს, ტანჯვა ტაშს უკრავს,
    ეშმაკი ზევით მწარედ დამცინის,
    უბედურება ჩუმად ზეიმობს,ბედნიერებას სხეულში მიკლავს.
    უფალო, გესმის? ხედავ რომ ვკვდები?
    გულს რომ მაგლეჯენ რატომ არ მშველი?
    უფალო სად ხარ? განა არ გესმის?
    მარტო დამტოვე? სრულიად მარტო?
    ხატის წინ წყნარად ვიღაც ლოცულობს.
    სანთელს უყურებს და ჩუმად ამბობს:
    “გული წამართვა ტკივილმა გუშინ,
    სიყვარულისგან მწარედ ტანჯული,
    უბედურება ალბათ ზეიმობს,
    ეშმაკი ჩუმად ზევიდან მღერის,
    მე კი ისევ მწამს უფალო შენი,
    ნუთუ არ გესმის? მომკიდე ხელი…

  3. მიყვარხართ! სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,
    მიყვარხართ და გული ბუდიდან მიხტება,
    სიცოცხლეს, უსიტყვოდ, ფეხთაქვეშ გაგიშლით.
    და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება.
    მიყვარხართ! ბედია ყველაფრის გამრიგე,
    არაფერს არა გთხოვთ, უბრალოდ გიტყდებით,
    ვცხოვრობ და სიყვარულს გზადაგზა ვარიგებ,
    ყოველ დღეს ფილმივით ვამთავრებ ტიტრებით.
    და მაინც, სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,
    მიყვარხართ და გული ცისხელა მიხდება,
    სიცოცხლეს უსიტყვოდ ფეხთაქვეშ გაგიშლით.
    და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება

  4. ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
    წავიდეთ ტბის პირას ქოხი მაქვს დაწნული,
    ბარათით ვაუწყოთ გაპარვა დედაშენს :
    ,,ტყის პრინცზე გათხოვდა დე შენი ქალწული“.
    დღეები გავლიოთ კოცნით და ალერსით
    ჩემს სხეულს ჩაგაცმევ, სიო ჰქრის მაისის,
    შენს გულის სიღრმეში შემოვალ ამ ლექსით
    დრო არის ვარსკვლავთა ცქერის და ჩაის სმის.
    მზეს აღარ დაასწრო ყოველდღე ადგომა
    ნუ ჩრდილავ, ხანდახან აცადე ანათოს
    ბუნება ყოველდღე ზეიმობს აღდგომას
    სადაც შენ ფეხს ადგამ იმ ადგილს არ ათოვს.
    საწოლის მაგივრად ღრუბლებზე ვიძინოთ
    ჩვენ ორნი ვიქნებით ჯადოსნურ ღამეში
    და პირველ კოცნაზე დილამდე ვიცინოთ
    ჰო შევცდი იმ ღამეს არ უნდა გამეშვი…
    ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
    საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა!
    ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს :
    ,,დე მალე ჩამოდი ტყუპები მეყოლა“.

  5. როცა უჩემოდ ცუდად გახდები
    ნუ გეშინია კართან დაგხვდები,
    როცა მძინარეს მოგეპარები
    ისე უბრალოდ მოგესალმები

    როცა ძილის წინ ლოცვას წარმოსთქვამ
    ლოცვაში ხატად წარგესახები.
    შემდეგ მძინარეს ისევ მდუმარედ
    ისევ უსიტყვოდ შემიყვარდები.

    როცა მინდორზე ერთად გავივლით
    დამიკრიფეო გეტყვი ვარდები,
    და ისევ ჩუმათ ისევ მდუმარედ
    ისევ უსიტყვოდ შემიყვარდები.

    როცა დრო გავა დრო წარმავალი
    ის დრო რომელიც არინდობს ცოცხალთ
    ვიცი უბრალოდ, ცუდად უტაქტოდ
    მაგრამ შენ მაინც შეგიყვარდები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s