მწვერვალი

ვერასოდეს ვერ ავიტან დროთა რიცხვის ბრუნვას ,

წამი  მინდა გავაჩერო და შევწყვიტო სუნთქვა.

გადავლახო ეს საზღვრები, ზეცას მინდა შევწვდე

და გავიგო რას მღეროდნენ ვარსკვლავები ჩემზე.

გადავუვლი ყველა მითს და რეალობას შევქმნი,

რომ გავიგებ საიდუმლოს, შენ ყველაფერს გეტყვი.

საუკუნეს დავაარსებ მშვიდობის და სიკეთის…

ამის შემდეგ ყველა სგულშ მე უკვდავი ვიქნები.

 

გადავმალავ ყველა ფიქრებს და ოცნებით ვიცხოვრებ,

ის ისეთი ლამაზია, თვით სიცოცხლეს გიჯობდეს!

გადავცურავ ოკეანეს, მდინარეს და ზღვებსაც,

ოღონდაც კი, ადამიანს ბენდიერი ერქვას.

ვიცი, მჯერა, ამყველაფერს თავისუფლად შევძლებ….                                                                    როგორ მინდა, საზღვრებს მიღმა-ზეცას ხელით შევწვდე.

                                                                                    ეკო ხეცურიანი

პირველი ნაბიჯები.

ოქროსფრად მორთულ ოქტომბრის ბოლოს,

ო, როგორ ელტვის ოლოლი ოლოლს,

მინდა გაჩვენო ვარდები ცაში,

შეგიყვარდები ნამდვილად წამში.

გრძნობას ავკინძავ, ფიქრებს ჩავაქსოვ,

ბინას დავიდებთ სადმე საზამთროდ.

ვარდისფერ ზღვაში გავცურავთ ნავით,

ვეღარ ვიპოვით, დავკარგავთ ნაპირს.

გინდა? წავიდეთ! ნუ ფიქრობ ამდენს…

შენი თვალები რატომღაც გამხელს,

ოქროსფრად მორთულ ოქტომბრის ბოლოს,

მე შენ გაგიჩენ ცისთვალა გოგოს.

1317925530_1-16ოქროსფერი შემოდგომა

წამო, წავიდეთ, ერთად შევიშალოთ, სულ ყველას, სულ ყველას ჯინაზე.

ერთად ვუაროთ დედამიწას, მტრები დავანარცხოთ მიწაზე,

გრძნობებს ვაიძულოთ გახელება, მივყვეთ ოცნებების თარეშს,

ალბათ ღამე მალე გვესტუმრება, სარკმელს შემოაღებს მთვარე,

დილა სმიმატოვებ უმწეო ყვავილივით, არ შეგეცოდები ალბათ,

თითქოს დამივიწყებ, მაგრამ მე ხომ ვიცი, გულში გეყოლები დარდად.

გვიან დავბრუნდები, ჩემს გაბუტულ მზერას მალე ჩაანაცვლებს გრძნობა,

ხოდა, სიყვარულო , მოდი ამ სასმისით ჩვენ გაგვიმარჯოს და თოვას!!!

ზამთრის დედოფალო, რა საოცრება ხარ, ჰგავხარ დაუვიწყარ სიზმარს,

ჩემი ახდენილი გულის ოცნება ხარ, ასე ძალიან რომ მიყვარს.

10672193_725056010917283_8766851455984870035_n

fdf4ca061653

10003343_729212827168268_6352067664940533874_n

ისევ ისე, მარტოსულად.

როგორ ვგრძნობ თავს? გაგიჟებბულად! გადარეულად! აი, ამ წუთშ მგონია , რომ ყველა და ყველაფერი ჩემს წინაარმდეგაა.რავიცი, რავიცი, შეიძლება ასე არ იყოს, მაგრამ მე მაინც მგონია. გარეგნულად ოპტიმისტი, შინაგანად პესიმისტი. არ მჯერა ჩემი თავის… მღალატობს ჩემი მეორე მე….ვერ ვთავსდებით ერთად… უცხოა ჩემთვის ეს, ვებრძვი, მაგრამ რას?! ვის?!რატომს?!არვიცი, ვერ გეტყვით…..ერთხელ ვიღაცამ მკითხა: “რა გაქვს თავშიო? ”  მე კი ვუპასუხე: “ქაოსი! ”  მართალი ვუთხარი.

       ტრიალებს ფიქრები, გრძნობები, ოცნებები. მაქვს მოლოდინი სასწაულის, რომლის ახდენაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. და მაინც, რას ველი? სასაცილოა, სხვა თუ არაფერი.ვოცნებობ უსასრულოდ ვიარო გზაზე და არაფერზე ვიფიქრო…. თუმცა არა, ფიქრი მინდა, ოღონდ იმ ერთადერთზე, არსებობს  კი?!  ნეტა აქ იყოს ^_______^  

გამოგონია სიტყვები :” არაფერზე არ უნდა იდარდო, რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება”.  ვერანნაირ სიმართლის სხივს ამ სიტყვებში ვერ ვხედავ მე. ჩემი აზრით, ვისაც მგრძნობიარე გული და დიიდ ჭკუა აქვს, იმას დარდიც დიდი აქვს. მგრძნობიარე გულზე ჩემი თავი გამახსნედა….   რა გულჩვილი ვარ მართლაც, მაგრამ ასეთშ არავინ მიცნობს. ყველასთვის ადვილად გადასაშლელი წიგნი ვერ (ან არ ) ვიქნები!  სწავლის პროცესი ხომ უფრო საინტერესოა ვიდრე ნასწავლის გააზრება. 

სიყვარულზე არვიცი რა ვთქვა, გამომიცდია კი? არამგონია! ჩემი ნაწერის, სიტყვების, აზრების მიკვირს, თითქოსგულიდან ჩამოწვეთებულ სისხლა ჰგავს, მაგრამ არ არის მტკივნეული , პირიქიტ, გულძე მეშვება კიდეც, მითანაგრძნობს. 

რამ წამომიარა წერას რომ მოვკიდე ხელი?! ამ ბოლო დროს შევეჩვიე საკუთრ თავთნ საუბარს, კარგი ყოფილა.   ოცნებებიც მაქვს , არც ისე ძნელი ადვილად შეიძლება ამიხდეს…. ვისთვის როოგორ…..    ოჯახური სითბო-სიყვარული… ყველაზ ემთავარი ეს არის. თუ ეს გაქვს, ჩათვალე რომ სხვა დანარჩენებიც გაქვს. არ მინდა პესიმისტური განწყობით დაგემშვიდობოთ . ბოლო დღეებია თბილა გარეთ, ლამაზი, ნათელი დღეები დგება  ^___^

Image

 

 

ისევ და ისევ პოეზია.

სხვა ყველაფერი უნაპირო ტრფობამ დაღალა,

გადაიხრება ბედის ხაზი სიცოცხლის ხაზთან

და დავრწმუნდები ჩემმა გულმა მართლა დაგკარგა,

მაგრამ მანამდე ყველაფერი სხვაგვარად შჩანდა.

ცა გაშავდება და იწვიმებს, გაუგებს გულსაც,

ხელს არ შეუშლის ცრემლის დენა ჩემს რიტმულ სუნთქვას.

ცრემლი შეშრება, მზე ამოვა, ინათებს ისევ,

მე კი ნაბიჯებს უცოდველად ღიმილით მივსდევ,

როს დავინახავ ახლომახლოს ღვთიურ სახლს, ტაძარს,

მინდა შევიდე და ვილოცო, ვილოცო მარად,

თუმცა ვერ ვუძლებ, თითქოს იგი ჩემზე დიდია,

გზას რომ შევიცვლი, მეშინია ალბათ იციან….

მე აღსარებას გულში ვამბობ, გულში ვინახავ,

ადამიანურ სიყვარულზე ვიგონებ ლექსებს, 

ყველას ცხოვრება იმ წამიერ სიზმრის სიზმარს ჰგავს,

იმ ერთადერთი ოცნების კვალს დღემდე რომ ეძებს!

                         *     *      *

მაესტრო, თეთრი კლავიშები თითებს კოცნიან,

სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე,  

 მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიღერებს ვხედავ,

ჩემი გრძნობისაც დაუკარით, მაესტრო, რამე…

                                   *           *         *

დედა- ანთებული ანთლის მადლით იწვის,

დედა- ჩვენი ყრმობის ყველა ნაბიჯს ითვლის,

დედა- ყველა სიტყვას სიყვცარულით იტყვის,

დედა- ერთადერთი, ვინც ბოლომდ იბრძვის,

დედა-ის ქლია, ვაჟკაცი რომ აღზარდა,

დედა- ამ ცხოვრებამ ბევრი რამე ასწავლა,

დედა- ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს,

დედა- მის სიცოცხლეს სიყვარული ჰქვია,

დედა- ვერ აიტანს მისი შვილის ცრემლსაც,

დედა- ამ სიტყვაში მთელ სიცოცხლეს ვხედა!!!!

                                         *        *      *

ერთნაირი განცდები გვაახლოვებს მუდამ,
ერთმანეთის ტკივილი ძლიერ გვიკრავს სუნთქვას,
ერთად ყოფნა გვჭირდება, ერთად დავალთ ყველგან,
და ჩვენს რიტმულ ნაბიჯებს ჰარმონია სდევდა.

როცა რაღაც მოხდება, ორნი ვიგრძნობთ ერთად,
უკვე წლები მიილევა და ვერევით სევდას,
ჩვენი გულის სიყვარული მივიძღვენით ლეჩხუმს,
სამუდამოდ გვეყვარება ასე ძლიერ ერთურთს___)))

                            *         *           *

ვარსკვლავს შეედრები

ცაზე გამოსახულს,

თითქოს სიყვარულმა

შენით იარსება,

როცა მიხვდები რომ

მთვარეს კოცნა არ სურს,

მზეც კი ზენიტიდან

ჩუმად გადაწვება,

ლამაზ სიყვარულზე

ზღაპრებს იგონებენ,

რადგან საუკუნო

ნდობას ეფიცება,

გვიან მიხვდება რომ

უკვე იმ ოცნებებს,

მთვარე იტაცებს და

მზისკენ ეშურება,

მხოლოს ზღვას ვენდობი

მისი ტალღის სუნთქვას

იქეთ გაგიტაცებს,

სადაც არვიც უნდა,

ნაზად მეფერება 

ამ ზღვის თითო წვეთი,

შენს თავს მახსენებს და

მოგონებით ვთვრები.

რა მაქვს დასამალი

ამ უძირო ზღვასთან,

მანაც იცოდეს თუ

მე რა ძლკიერ მწამდა.

როცა დამამარცხებ,

დავიღლები თუნდაც,

აღელვებულ ტალღებს

მეც გავყვები უკან….

 

Image

 

Image

Image

 

 

დაბრუნება…

ასე დავარქვი ამ პოსტს, რადგანაც დიდი ხანია არ დამიწერია. თითქოს რაღაც მაბრკოლებდა,არ ვიყავი ბოლომდე მზად და არც ის ვიცოდი რაზე შემეძლო დაწერა. უბრალოდ სინაგანად ცარიელი ვარ და უბრალოდ ვსუნთქავ მეტი არაფერი…)))  ვფიქრობ შესავალიც არ გამომდის კარგად, ამიტომ მირჩევნია რამდნეიმე ლექსი დავწერო. ეს უბრალოდ მამშვიდებს, ჩემი სტიქიაა და ჩემი ცხოვრება.

ალბათ ოდესმე გამოიდარებს რომ ისვე შევძლო ღიმილით ლოცვა

და მადლობა ვთქვა რომ მიხარია ამ გაზაფხულის თავიდან მოსვლა,

ვიცი ტკივილი განმიახლდება, განმეორდება ცრემლები თვალზე,

შენ აგირჩიე ცხოვრების მუზად, არ დამეკარგო ამას გთხოვ სადმე.

როცა არაახრ სული მარტოა, მარტო ოცნებობს და მარტო კვდება!

შენ სულ მიდიხარ და ვერც იკი ხვდები გულში რა დიდ ტკივილი მრჩება.

ტკივილს გააქრობს დარდი არაფრის და უდარდელი ცხოვერების ტკბობა,

შენს გახსენებას ვერ მაიძულებს ამ გაზაფხულის თავიდან მოსვლა!Image

                                                                 *   *  *

 

 ცაო ტკივილი მასწავლე, ისე შემაყვარე წვიმა,

ცაო ერთხელ კიდევ შემინდე, თუ კიდევ ძალიან მიყვარს,

ჩემთვის ჩავიკლავ ყველა სურვილს, ყველა მონატრებას მასზე,

მარტო ჩემთვის ჩუმად მეყვარება და ჩუმად დავანთებ სანთელს.

ცაო ასე ძლიერ რატომ მიყვარს, მითხრას ასე რატომ მტანჯავს

და გთხოვ შენ მაინც ნუ მიმატოივებ, ყველა გრძნობვის სითბოს ვკარგავ!

Image

Image

Image

 

Image

 

                                                          *    *    *

ყველა სურვილი წარმავალია,

წარმავალია ოცნება შენზე, 

ყველა სიტყვები დამსიზმრებია, 

რასაც ვამბობდი ოდემსე შენზე,

ყველა ფიქრები სადღაც მთავრდება,

როცა დაკარგავს პოეტი მუზას

და ღამის ბოლოს მდინარის პირას

ზაგხულის სიო დაჰბერავს სულთან,

 და მერე იგრძნობ, სადღაც სიღრმეში

ისევ არსებობს ფარული სითბო,

ჩემი ლეჩხუმი არის ისეთი,

რაღაც განცდებით თავისთან გიხმობს.

თითქოს ტკივილებს გიამებს ერთად,

 თითქოს ოცნებას აგიხდენს წამში,

თითქოს გაჩუქებს სიმღერას ერთხმად,

ისე აგაფრენს ფიქრებით ცაში.

და მერე იტყვი მიყვარს ლეჩხუმი,

ჩემი ბავშვობის ლამაზი კერა,

და თუ კი ბედი მაინც მემდურის,

ჩემი ლეჩხუმის ბოლომდე მჯერა!

ImageImage

 

 

ჩარლი ჩაპლინის წერილი ქალიშვილს .

“ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.

შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.

მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

… იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”

ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.

დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.

გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!

მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!

მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხდძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.

მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე!

დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთ–ერთი ამათგანი ვარ!’

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა.

ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს:ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს…

ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…

ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.

შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.

ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…

სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე…

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.

რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,_ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.

მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი  “Image

ImageImage

Image

 

 

ლეჩხუმი… ის რაც ნამდვილია…

ენა ლექსად რომ აფეთქდეს,
საკვირველი არის განა?!
ქართველი ვარ, გამომზარდა
ხვამლის მთამ და გორმაღალმა.
რიონის და ლაჯანურის
მინანავა ორმა ნანამ,
ცხენისწყალმა მომნათლა და
კიდევ ლადოს ოქრო ყანამ.
აბა სადმე თუ გინახავთ
ჩანჩქერები ასე წმინდა,
ორპირის მთებს გადმომსკდარი
მოფრინავენ თითქოს ციდან.
ხვმლის მთა და მურის ციხე
დარაჯად გვყავს მურის ხიდთან.
სამოყვროდ და სამეზობლოდ
ლოცვას გვითვლის ნიკორწმინდა.
ზღაპრად ნათქვამ უკვდავებას
ცხრა მთას იქეთ ნუ მოძებნით,
ჩვენს ლეჩხუმში წამობრძანდით,
მოილხენთ და გალაღდებით,
გლეხი კაცის გენაცვალეს
ქვეშ ნაბადად დაგიფენდით!
სახლის კარებს?! რას მიქვიან,
გულის კარებს გაგიღებდით!

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image